რა წარმოადგენს ადამიანის 7 ნატიფი სხეული და რა კავშირი აქვთ მათ პლანეტებთან?

რა წარმოადგენს ადამიანის 7 ნატიფი სხეული და რა კავშირი აქვთ მათ პლანეტებთან?

"თქვენ ალბათ გსმენიათ, რომ ადამიანს ფიზიკური სხეულის გარდა რამოდენიმე ნატიფი სხეულიც გააჩნია. შეგახსენებთ, ესენია: 1. ეთერული, 2.ასტრალური, 3.მენტალური, 4. კაზუალური ანუ კარმული, 5. ზეციური ანუ ბუდჰური და 6. ატმანური ანუ ღვთიური.

როგორც ხედავთ, ფიზიკურთან ერთად სულ 7 სხეული გამოდის.

ჩვენი 7 სხეული ზუსტად შეესაბამება ე.წ. ''სეპტენარის'' 7 პლანეტას.

რა კავშირია ამ სხეულებსა და პლანეტებს შორის?

თქვენ უკვე იცით, რომ მატრიცაში მოვლინებამდე ყველა სული ერთიან ჰარმონიაში სუფევს ღვთიურ გარსში. მას არც სხეული გააჩნია, არც სქესი... ასე ვთქვათ, შიშველია.

როდესაც აქ, მზის სისტემაში ჩვენი პროექცია შემოდის, ის საფეხურებრივად გაივლის ამ შვიდ პლანეტას და სათითაოდ იმოსება თითო ნატიფი სხეულით.

ვინც ასტროლოგიაში მეტ-ნაკლებად გარკვეული ხართ იცით, სეპტენარის პლანეტების დანიშნულებები. ვინც არა და მოგახსენებთ:

ყველაზე განაპირა აქედან, სატურნი იძლევა არა მხოლოდ შეზღუდვებს და აკრძალვებს, არამედ ფორმას აძლევს ყველაფერს. სატურნის გავლისას ჩვენი სული, უფრომო ენერგია, იძენს ფორმას, ანუ სხეულს.

იუპიტერი შემეცნების პლანეტაა, შეიძლება ითქვას - თვითგანჭვრეტის. ის გურუა, დიდი მასწავლებელი.

მარსი - ეს არის აქტივობა. ის განსაზღვრავს, თუ როგორ ვმოქმედებთ. იუპიტერის გავლისას ჩვენი სული იძენს ცხოვრებისეულ ფილოსოფიას, მსოფმხედველობას.

ვენერა - ჩვენი ესთეტიური არჩევანია; ვენერას გავლისას სული იძენს ესთეტურობას, სიყვარულის უნარს.

მერკური - ჩვენი მენტალობა, გონება, აზროვნების უნარი, სწორედ ამ უნარებს ვიძენთ მერკურის გავლისას.

მთვარე - გარემოსთან გვაგუებს, ის ზრუნავს ჩვენზე, ამავდროულად მთვარე წარმოადგენს ჩვენს ქვეცნობიერს და გვიმყარებს კავშირს ჩვენს ზედა ''მე''-სთან.

და მზე - რომლის გავლისას უკვე ჩვენს ინდივიდუალურობას ვიძენთ.

ანუ ამ შრეების გავლით სული კრეფს კონკრეტულ თვისებებს, რომელიც შემდგომ მისი დაბადების მომენტში პირად ასტროლოგიურ რუკაზე პლანეტების განლაგებით ფიქსირდება.

ფიზიკური სხეულის გარდაცვალების დროს კვდება ინდივიდუალურობა. ის ''ზევით'' საჭირო აღარ არის. თუმცა მას ჯერ კიდევ არა აქვს პირველყოფილი სიშიშვლე. ის ჯერ კიდევ შემოსილია ნატიფი სხეულებით. ეს დაახლოებით იმას წააგავს, ადამიანმა რომ კაბა - შესამოსელი გაიხადოს, მაგრამ ტანზე დარჩეს შიდა სამოსი.

ამის შემდგომ ღვთიური საწყისისკენ მიმავალი სულის პროექცია კვლავ გაივლის პლანეტარულ შრეებს, რომლებიც უკვე როგორც ფილტრები, ისე მუშაობენ, აცილიან რა მას ყოველი შრის გავლისას თითო ნატიფ სხეულს, რათა სული ისეთივე გამჭირვალე და მსუბუქი დაუბრუნდეს უფალს, როგორიც მისგან წამოვიდა.

ფაქტობრივად, უკუსვლისას პლანეტები ხდებიან ჩვენი ''განსაწმენდელნი''. ასე დააწესა სამყაროს უმაღლესმა კოსმიურმა გონმა, იმან, რომელსაც ჩვენ ღმერთს ვუწოდებთ. ამაშია მათი დანიშნულება".

ასტროლოგი ხათუნა ნოელი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს