რუსეთში ФСБ -მ ტერაქტები აღკვეთა

რუსეთში ФСБ -მ ტერაქტები აღკვეთა

რუსეთში, ФСБ -ს სამსახურებმა ტერაქტი აღკვეთეს. მათი ინფორმაციით, ტერორისტული ჯგუფი, რომელიც აზიელებისგან შედგებოდა, მოსკოვში, წინასაახალწლო დღეებსა და მოგვიანებით, 2018 წლის მარტში, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ტერაქტებს გეგმავდნენ. მათ შორის არიან ისინი, ვინც აფეთქებას თვითმკვლელობით გეგმავდა. ამის შესახებ ФСБ-ს სამსახურის უფროსი ალექსანდრე ბორტნიკოვი აცხადებს.

"მოსკოვსა და მის მიმდებარე რეგიონებში, ჩვენ გამოვავლინეთ ცენტრალური აზიის მოქალაქეებისგან შექმნილი ჯგუფი, რომელთაც თან ჰქონდათ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები, ასევე, ჰყავდათ რამდენიმე იდეოლოგიურად დამუშავებული ადამიანი, ე.წ. თვითმკვლელი ტერორისტი, რომელთაც თან ჰქონდათ "სამოქმედო გეგმა",- წერს ბორტნიკოვი და დასძენს, რომ ასევე ლიკვიდირებულია ლაბორატორია, სადაც ტერაქტებისთვის საჭირო მასალები მზადდებოდა.

"საუბარია, 9-დან 11 დეკემბრამდე განხორციელებულ დაკავებებზე, რა დროსაც, ორი კონსპირაციული ტერორისტული ჯგუფის ლიკვიდაცია მოხდა. ისინი მითითებებს ISIS -ის ხელმძღვანელობისგან იღებდნენ.

ბორტნიკოვის თქმით, კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა აღკვეთეს სტავროპოლში, სადაც ახალი წლის დღეებში, იმ ადგილებში, სადაც ხალხმრავალი ღონისძიებები იგეგმებოდა, ასევე რეზონანსული აფეთქება იყო დაგეგმილი... შესაბამისი სამსახურები ადგილობრივ მოსახლეობას ახალი წლის დღეებში ხალხმრავალ ადგილებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებში, სავაჭრო ობიექტებსა და მსგავს ადგილებში მოძრაობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

რუსული მედიის თქმით, რუსეთის ხელისუფლებას ყოველთვის უჭირს ზღვარის დაცვა რეალურ ეჭვმიტანილსა და მისთვის მიუღებელ და საეჭვო პირებს შორის და არ არის გამორიცხული, გამკაცრებულ უსაფრთხოების რეჟიმს უდანაშაულო ადამიანებიც ემსხვერპლონ...

ცნობისთვის, გუშინ, ნიუ-იორკში ადგილობრივმა პოლიციამაც აღკვეთა ტერაქტი. მანჰეტენის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ავტობუსების ტერმინალ პორტოვოეზე, სადაც წლის განმავლობაში 65 მილიონზე მეტი ადამიანი მოძრაობს, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავის აფეთქება სცადა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ის გადარჩა და დაკავებულია. კიდევ ერთი ვერსიით, აფეთქების დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ლალი პაპასკირი

AMBEBI. GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე