"ეს ადგილი ჯოჯოხეთია!"-მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ციხე რუსეთში მდებარეობს

"ეს ადგილი ჯოჯოხეთია!"-მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ციხე რუსეთში მდებარეობს

ციხე, რომელსაც ხშირად "რუსეთის ალკატრაზს" უწოდებენ, ვოლოგდაში, კუნძულ ოგნენნიზე მდებარეობს. პატიმრები ორკაციან საკნებში არიან მოთავსებული. მათ უმეტესობას  წელიწადში მხოლოდ ორი ვიზიტორის მიღების უფლება აქვს.

ციხიდან გაქცევა შეუძლებელია, რადგან გარშემო ყინულივით ცივი თეთრი ტბა აკრავს.

ციხის დაცვის უფროსი, ვასილი სმირნოვი ამბობს, რომ თუ პატიმრები კედლებს და მიწას გათხრიან, წინ ტბა დახვდებათ. იმ შემთხვევაში კი, თუ ტბის გადაცურვას მოინდომებენ, დაცვა დაუყოვნებლივ გაუხსნის ცეცხლს.

"ეს ადგილი ფსიქიკურად ანადგურებს ადამიანებს. პირველი 9 თვის მანძილზე პატიმრები ცდილობენ, შეეჩვიონ მდგომარეობას. სამი ან ოთხი წლის შემდეგ მათი პიროვნება ნგრევას იწყებს. შეუძლებელია, ასეთ ადგილზე 25 წელი ვინმემ გაატაროს და მენტალურად არ განადგურდეს," - ამბობს ფსიქოლოგი სვეტლანა კისილიოვა.

გამოცემა "ტელეგრაფთან" ერთ-ერთმა პატიმარმა ციხეში არსებულ არაადამიანურ პირობებზე ისაუბრა.

"ეს ადგილი ჯოჯოხეთია. არ არის ტუალეტები, შეუძლებელია ნორმალურად ბანაობა და მთელ ცხოვრებას საკანში ატარებ. აქ რომ მოვხვდი, ცოლს ვუთხარი, რომ უნდა დავშორებოდით. მან იტირა, წავიდა, მას მერე არ მინახავს..."

ციხე ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცევა, თუ პატიმრები წესებს არ დაემორჩილებიან. მათ პატარა, სრულიად ბნელ ოთახში 15 დღის მანძილზე კეტავენ, დაჯდომა მხოლოდ ხის პატარა სკამზე შეუძლიათ.

საპყრობილეში მცხოვრებთა უმეტესობას ტუბერკულოზი აქვს. მათ შეუძლიათ დღის განმავლობაში 1.5 საათის მანძილზე იმყოფებოდნენ "ეზოში", პატიმრებს შენობის გარეთ, პატარა გალიაში ათავსებენ.

ვოლოგდაში მდებარე ციხე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკია. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ საპყრობილე ყველაზე დაუნდობელ დამნაშავეებსაც კი გატეხავს მორალურად.

წყარო all-that-is-interesting.com

დედოფალი ლეტიცია და მეგან მარკლი ერთნაირი ქვედაბოლოთი - რომელს უფრო უხდება?

"რამდენიმე წინსაფარი მაქვს, მაგრამ სახლში ხალათებით სიარული მიყვარს" - ვინ არის "მასტერშეფის" კონკურსანტი, რომელიც ინტერნეტმომხმარებელმა "ჩიკას" შეადარა

როგორ დავიცვათ უსაფრთხოება ბუნებრივ აირზე მომუშავე აპარატების გამოყენებისა და მონტაჟისას