მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში პუტინის აგენტურა გავანადგურე, რის გამოც მათ 2012 წელს არჩევნებზე სპეცოპერაციის ჩატარება დასჭირდათ

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში პუტინის აგენტურა გავანადგურე, რის გამოც მათ 2012 წელს არჩევნებზე სპეცოპერაციის ჩატარება დასჭირდათ

კიევის მთავარ მოედანზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, პარტია "ახალი ძალების" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წევრები მიმართავენ.

აქციაზე შეკრებილ ხალხს სიტყვით მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა.

"ჩვენ ვაჩვენეთ ყველას, რომ უკრაინელები ყველაფრის მოთმენას აღარ აპირებენ. ოლიგარქები ხელისუფლებაში ჩვენი პასიურობის წყალობით რჩებიან. ჩვენ ერთი ქვეყანა გვაქვს, მას უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ არანაირ შემთხვევაში არ გავუფრთხილდები ძაღლის ჯიხურს, რომელიც ხელისუფლებაშია დღეს მოსული.

ჩვენ არ გვაქვს უკრაინის უშიშროების სამსახური, ეს "ბარიგების" უშიშროების სამსახურია. არ არსებობს ეროვნული გვარდია, არის მხოლოდ პირადი გვარდიელები, რომლებიც ბინძურ შეკვეთებს ასრულებენ. ისინი აგროვებენ კომპრომატებს ოპოზიციაზე, რუსულ ФСБ-სთან ერთად ჩაატარეს სპეცოპერაცია და დამაკავეს მე - პუტინის ყველაზე დაუძინებელი მტერი.

პირმა, რომელმაც მე დამაკავა, ყირიმი რუსებს ჩააბარა. გუშინ აქ მიტინგისთვის სცენის აღმართვას გვიკრძალავდა პირი, რომელმაც სხვებთან ერთად დონბასი ჩააბარა რუსეთს. მინდა მივმართო ხელისუფლებას - თქვენ არ გრცხვენიათ, რომ კიევის ცენტრში დღეს ბრძანებებს ასეთი პირები გასცემენ?

ხელისუფლება პუტინის აგენტს მიწოდებს. მე საქართველოში პუტინის აგენტურა სრულად გავანადგურე, რის გამოც მათ 2012 წელს არჩევნებზე სპეცოპერაციის ჩატარება დასჭირდათ",- განაცხადა სააკაშვილმა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"