17 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელმაც სავარაუდოდ, თვითდაზიანება მიიყენა, კრიტიკულია

17 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელმაც სავარაუდოდ, თვითდაზიანება მიიყენა, კრიტიკულია

17 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელმაც სავარაუდოდ, თვითდაზიანება მიიყენა, კრიტიკულია. როგორც კლინიკა "მედინაში" "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს სახის არეში ცეცხლსასროლი იარაღით სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს მიღებული.

ახლობლები ხელვაჩაურში, მოზარდის მიერ თვითდაზიანების მიყენებას ინტერნეტ თამაშს უკავშირებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაჭრილი მოზარდის ახლობლებმა განუცხადეს, 17 წლის ბიჭი „ლურჯ ვეშაპს“ თამაშობდა.

„ვიცით, რომ „ლურჯ ვეშაპს“ თამაშობდა. მომხდარი, შესაძლოა, ამას უკავშირდებოდეს“, - განაცხადეს ახლობლებმა.

17 წლამდე ბიჭი ხელვაჩაურში კლინიკა "მედინაში" გუშინწინ მოათავსეს. მას გვიან ღამით, გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე მუხლით გამოძიებას აწარმოებს.

ცნობისთვის, სუიციდის მცდელობა სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა. თვითმკვლელობის მიზნით დაზიანებების მიყენების შემთხვევაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით იწყება, რომელთა დიდი ნაწილი მძიმე სასჯელს, თავისუფლების აღვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: რას ყვებიან ბიძა და ბაბუა 17 წლის მოზარდზე, რომელმაც თვითდაზიანებები მიიყენა - ახლობლების ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი