სად შევხვდე ახალ წელს და როგორ დავაფინანსო დღესასწაული?

სად შევხვდე ახალ წელს და როგორ დავაფინანსო დღესასწაული?

სად შევხვდე ახალ წელს? ამ კითხვამ აქტუალურობა უკვე შეიძინა და სწორედ ამიტომ, გთავაზობთ საახალწლო ღამეს დედაქალაქში დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს, რათა უკეთ შეძლოთ 2018 წლის შეხვედრა.

2017 წლის 31 დეკემბერს თბილისში დაგეგმილია:

სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში "ახალი წელი ლელა წურწუმიასთან ერთად". ღონისძიება ღამის 1 საათზე დაიწყება და დილის 9 საათამდე გასტანს. მასზე დასწრების საფასური 270 ლარია.

კლუბური მუსიკის მოყვარულებს შეუძლიათ ეწვიონ ბლოუ ბარს, სადაც გელით: BEROSHIMA aka FRANK MULLER / MullerRecords / Cocoon / Berlin. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთის ფასი გახლავთ 50 ლარი. ივენთი ღამის 12 საათზე დაიწყება და დილის 8 საათამდე გასტანს.

ახალი წლის ღამეს, საოჯახო საღამოს გეგმავს არტ კაფე ჰოუმი, რომელიც საკუთარი საახალწლო წვეულების სტუმრებს უფასო გლინტვეინით გაუმასპინძლდება. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთის ფასებია 50 და 100 ლარი.

ქართული ესტრადის ახალგაზრდა ვარსკვლავებთან ერთად შეგიძლიათ შეხვდეთ ახალ წელს კარაოკე მუშთაიდში. 31 დეკემბერს აქ იმღერებენ:

• გიორგი ჩიქოვანი

• მიშო სულუხია

• თაკო ვადაჩკორია

• თავადურის ტრიო

საღამოს წაიყვანს თამუნა მუსერიძე. საკონცერტო პროგრამის დასრულების შემდეგ კი სცენას დაიკავებს dj.

ჯგუფ ვაკის პარკთან ერთად შეგიძლიათ გაატაროთ ახალი წლის ღამე ქიაჩელის ქუჩაზე მდებარე პაბში ნალი. ღონისძიება ღამის 1 საათზე დაიწყება. მასზე დასასწრები ბილეთის ფასებია: 50, 80 და 100 ლარი.

დაუვიწყარ ახალ წელს გვპირდება რესტორანი მეტეხის ჩრდილი, სადაც დაგეგმილია მრავალფეროვანი პროგრამის წარმოდგენა. ანონსის თანახმად, ახალი წლის ღამეს, მეტეხის ჩრდილი საკუთარ სტუმრებს შესთავაზებს ცოცხალ მუსიკასა და ეგზოტიკურ შოუს. ივენთზე დასწრების საფასური გახლავთ 270 ლარი.

ახალი წლის ღამეს, სტუმრებს მიიღებს სქაი ბარიც. აქ დაგეგმილია ახალგაზრდული ქართული ბენდის ¼ -ის კონცერტი. ახალი წლის ღამის სქაი ბარში გატარების საფასური გახლავთ 150 ლარი.

ახალი წლის ღამეს, ივენთი იგეგმება კლუბში ხიდი. 31 დეკემბერს, ღამის 12 -ის ნახევრიდან აქ დაუკრავენ:

• Regal

• Volte-face

• Dj boring

• Digital groove affair

ხიდის საახალწლო ივენთზე დასწრების საფასური გახლავთ 20, 30, 40 და 50 ლარი.

ბევრისთვის საყვარელი ქართველი მომღერალი, ნინო ქათამაძე იმღერებს ახალი წლის ღამეს სასტუმრო ბილტმორში. ღონისძიება საღამოს 11 საათაზე დაიწყება და 4 საათს გასტანს. მასზე დასასწრები ბილეთის ფასია 400 ლარი.

სერიალ ჩემი ცოლის დაქალებში შექმნილი მუსიკალური ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა" დაუკრავს ახალ წელს პიანინოში. ივენთი საღამოს 11 საათზე აიღებს სტარტს და დილის 5 საათამდე გაგრძელდება.

ახალი წლის მხიარულად გატარების კიდევ ერთი ალტენრატივა გახლავთ ნაინკლაბი.31 დეკემბერს, საღამოს 9 საათიდან აქ დაგეგმილია საახალწლო ივენთი, რომლის სტუმრებსაც შესაძლებლობა ექნებათ, რომ მოუსმინონ:

• DjWhitebeat

• GigiChichua

• Casper K. Band

• TheFive - LivePerformance

და ბოლოს, წინასწარ გილოცავთ ახალ წელს და გირჩევთ არ თქვათ უარი საახალწლო გართობაზე.

იმ შემთხვევაში თუ სასურველი დღესასწაულის მოწყობაში ხელს გიშლით უფულობა, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ KIMBI -ს, სადაც ხელმისაწვდომია 500 -დან 3 ათას ლარამდე ოდენობის სწრაფი სამომხმარებლო SESXI.

Kimbi გახლავთ კომპანია, რომელიც გასცემს სამომხმარებლო სესხებს ონლაინ რეჟიმში.

აქ შეგიძლიათ მიიღოთ ფული სწრაფად და მარტივად, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან.

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი