გიგა ბოკერია გიორგი კვირიკაშვილს: "ჩემს თვალში თქვენი პოლიტიკური სიტყვის ფასი ნულია"

გიგა ბოკერია გიორგი კვირიკაშვილს: "ჩემს თვალში თქვენი პოლიტიკური სიტყვის ფასი ნულია"

უმცირესობის ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მიმართა და აღნიშნა, რომ მის თვალში კვირიკაშვილის პოლიტიკური სიტყვის ფასი ნულია.

"კოლეგა გამოდიოდა უმრავლესობიდან, რომელმაც ბრძანა, რომ ათწლეული გვჭირდება 7%-იანი და უფრო მაღალი ზრდით იმისთვის, რომ სიტუაცია რეალურად გადავტეხოთ. მართალი ბრძანდებით, ასეა ნამდვილად! კითხვა იბადება, როგორი მდგომარეობა გვაქვს დღეს? რა მდგომარეობაა ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მას შემდეგ, რაც თქვენ ხელისუფლებაში მოხვედით?! თურმე 4.5% და 4.9% არის საზეიმო, როგორც ეს პრემიერ-მინისტრმა გამოგვიცხადა. გუშინ, პრემიერ-მინისტრი და ფინანასთა მინისტრი მეკამათა, რომ თურმე თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს საგადასახადო ტვირთი არ იზრდება - ეს არის ფული, რომელსაც თქვენ ბიზნესს და მოქალაქეებს ართმევთ.

წაგიკითხავთ ციფრებს - 2013 წელს საგადახადო ტვირთი, ფული, რომელსაც თქვენ ეკონომიკიდან იღებთ, მშპ-ს 24.8% იყო. ახლა არის 26%. გვამშვიდებდით, რომ მომავალში შემცირდებოდა. გიწერიათ, რომ 2018 წელს 25.3%, მაგრამ მერე, 2019 წელს, თქვენივე ციფრებით ისევ იზრდება. ამიხსენით, როგორ უწყობს ხელს საგადასახადო ტვირთის ზრდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას? ესტონური მოდელი კარგია და ჩვენ უფრო რადიკალური გზის მომხრე ვიყავით, მაგრამ თუკი საგადასახო ტვირთი ჯამში მაინც გაზარდეთ და თუკი თქვენი მმართველობის დროს იზრდება, იმ პირობებში, როცა ფასები იზრდება, როცა პენსია პრაქტიკულად არ გაზრდილა, როცა ხალხს უჭირს, ეს რანაირად არის სწორი პოლიტიკა?!", - მიმართა გიგა ბოკერიამ გიორგი კვირიკაშვილს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."