ისრაელში მცხოვრებმა 42 წლის ქალმა, რომელიც უკვე ბებიაც არის, რამდენიმე დღის წინ მეოცე შვილი გააჩინა. ახალშობილი ბიჭია, ექიმების ინფორმაციით, დედაც და შვილიც თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ.
ჰადასას უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმები პაციენტის სახელისა და გვარის დასახელებისგან თავს იკავებენ.
ქალისთვის ეს მეცხრამეტე მშობიარობა იყო, წინა ჯერზე მან ტყუპები გააჩინა.
ისრაელის ჯანდაცვის სისტემისთვის 19 მშობიარობა პირველი შემთხვევა არ აღმოჩნდა, 2007 წელს იერუსალიმის ერთ-ერთ სამშობიაროში ქალმა მეცხრამეტე შვილი გააჩინა.
წყარო jpost.com