გათოვდება თუ არა ახალ წელს თბილისში - სინოპტიკოსების პროგნოზი

გათოვდება თუ არა ახალ წელს თბილისში - სინოპტიკოსების პროგნოზი

სინოპტიკოსები ახალი წლისთვის თბილისში თოვლს არ ელოდებიან. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, დღეის მდგომარეობით თოვლი მხოლოდ მაღალმთიან რაიონებშია მოსალოდნელი.

მისივე ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით 26 დეკემბრამდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება მთელს საქართველოში, მაღალ მთაში თოვლი, ხოლო ბარში ნალექი წვიმის სახით იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში აცხადებენ, რომ 27 დეკემბრიდან დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა, ღამის საათებში ყინვა არის მოსალოდნელი.

”დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოდლოდნელ, მთიან რაიონებში თოვლის სახით. ნალექი, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ნარჩუნდება 26 დეკემბრის ჩათვლით. თუმცა, აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი თოვლის სახით იქნება ზოგიერთ რაიონში. დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.

საქართველოში არამდგრადი ამინდი 26 დეკემბრის ჩათვლით შენარჩუნდება. 27 დეკემბრიდან გამოიდარებს და დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა, ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება.

რაც შეეხება თბილისს, ახალი წლისთვის თბილისში თოვლი მოსალოდნელი არ არის”, - განაცხადა დოდო გვაზავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი