გია ხუხაშვილის მყუდრო სახლი, რომელიც ცნობილმა ექსპერტმა საკუთარი დიზაინით მოაწყო

გია ხუხაშვილის მყუდრო სახლი, რომელიც ცნობილმა ექსპერტმა საკუთარი დიზაინით მოაწყო

გია ხუხაშვილი ქალაქისგან მოშორებით, მყუდრო და კომფორტულ ბინაში მეუღლესთან, შვილსა და რძალთან ერთად ცხოვრობს. სახლი, რომელიც ბატონმა გიამ საკუთარი დიზაინითა და გემოვნებით მოაწყო, პატარა ხუხაშვილის მოლოდინშია. ცნობილმა ექსპერტმა შინ გულთბილი მეგზურობა გაგვიწია.

- ამ სახლის გვერდზე ნაგავსაყრელი იყო, გრიშა ონიანს ვთხოვე, ეს ნაგავი მაწუხებს და იქნებ გაწმინდოთ-მეთქი. მითხრა, მე მეზარება და თუ გინდა, მოგცემ და შენ გაწმინდეო (იღიმის). ავდექი და მეც გავწმინდე. ეზო რომ გავაკეთე, ვიფიქრე, ფანჩატურს მოვაწყობ, რადგან ხშირი სტუმრიანობაა ჩვენს ოჯახში და აქ იქნება სტუმრებისთვის განკუთვნილი ადგილი-მეთქი. შევუდექი საქმეს და საბოლოოდ გამოვიდა ისეთი, როგორსაც ხედავთ. ჩემი ძმა არქიტექტორია, მისი დახმარებით, ჩემი გემოვნებითა და დიზაინით გავაკეთეთ ყველაფერი. ზაფხულში სულ გახსნილია მინები, აივანს უერთდება ოთახი და საოცარ გარემოს ქმნის. უკანა მხარეს მეორე ეზო გვაქვს. ეს სახლი ,,თაუნჰაუსია", ექვსი მეზობელი ვართ და თითოს სამი სართული გვიკავია. ეზო გაერთიანებულია და ყველას თავისი შესასვლელი აქვს. მეზობლები კი გვქვია, მაგრამ უახლოესი ნათესავები ვართ.

- რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ეს დასახლება?

- ძალიან მყუდრო ადგილია. ერთი მხრივ ქალაქში ვართ, მეორე მხრივ კი ქალაქის ხმაურიანი გარემოსგან მოშორებით ვცხოვრობთ. არაჩვეულებრივი მიკროკლიმატია. ჩემთვის სახლი სიმყუდროვესა და სიმშვიდესთან ასოცირდება. ბოლო პერიოდში სახლშიც მიწევს მუშაობა, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, მშვიდ გარემოში მეცხოვრა... განაგრძეთ კითხვა + იხილეთ ფოტოები

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ