სროლა მოსკოვში - ფაბრიკის შენობაში შეიარაღებულ პირს მძევლები ჰყავს, არის მსხვერპლი

სროლა მოსკოვში -  ფაბრიკის შენობაში შეიარაღებულ პირს მძევლები ჰყავს, არის მსხვერპლი

მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ ფაბრიკაში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. სამართალდამცველების ინფორმაციით, მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რია ნოვოსტი" მოსკოვის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი საკუთრებრივი დავის საფუძველზე მოხდა. კონფლიქტის ერთ-ერთმა მხარემ მეორეს ცეცხლი გაუხსნა.

ინციდენტის ადგილზე პოლიციელები არიან მობილიზებულნი. 

"ინტერპრესი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"