"თოვლის ბაბუ, ახლაც ჩემთვის არაფერს გთხოვ..." - რა სურვილები აქვს საახალწლოდ მსოფლიოს უძლიერეს მამაკაცს

 "თოვლის ბაბუ, ახლაც ჩემთვის არაფერს გთხოვ..." - რა სურვილები აქვს საახალწლოდ მსოფლიოს უძლიერეს მამაკაცს

მას უკვე შეარქვეს დაუმარცხებელი გოლიათი.

24 წლის ასაკში, მისი ტიტულების ჩამონათვალი შთამბეჭდავია. თუ შეიძლება, ამ ქვეყანაში ვინმეს წარმატებული ეწოდოს, ეს ძალოსანი ლაშა ტალახაძეა. ვინც ლაშას იცნობს და ურთიერთობა ჰქონია, დამეთანხმება, რომ ეს ბიჭი ადამიანობაშიც ჩემპიონია. ის დიდი ბავშვია, რომელსაც დღემდე გაწითლების უნარი შერჩენია.

გთავაზობთ ამონარიდებს ჩემპიონის ინტერვიუდან, რომელიც მან ჟურნალ "გზას" ცოტა ხნის წინ მისცა:

- ვიცი, რომ ბევრი ქვეყნიდან გაქვს შემოთავაზება, ჩემპიონატებზე მათი სახელით გახვიდე, მათ შორის, მატერიალური კუთხით, ძალიან მაცდური შემოთავაზებებიც გქონია, მაგრამ უარს ამბობ. რატომ?

- დიახ, მსგავსი შემოთავაზება ბევრჯერ მქონდა, მაგრამ ყოველ ჯერზე უარი ვთქვი. დავფიქრდი, გამარჯვების შემდეგ, სხვა ქვეყნის დროშა უნდა ავწიო და მოვიფარო, ეს იმდენად წარმოუდგენელია, ვერაფრით შევძლებ.

- 2017 წელი შენთვის წარმატებული იყო, 2018 წლისგან რას ელოდები, რა გეგმები გაქვს?

- ეს და გასული წლებიც ჩემთვის ძალიან წარმატებული იყო. ყველა ტიტული, რაც კი არსებობს, მოპოვებული მაქვს. მომავალი 2018 წელიც უკვე დაგეგმილია. წინ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებია. მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მეტად რთული და საპასუხისმგებლო იქნება, რადგან 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზიები თამაშდება. მარტის ბოლოს ევროპის ჩემპიონატია, აუცილებლად გავალ და ვეცდები, უკვე მესამედ გავხდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული. 15 იანვრიდან ვარჯიშს დავიწყებ. დღის განმავლობაში, საშუალოდ 5 საათს ვვარჯიშობ, როცა შეჯიბრება ახლოვდება და დატვირთულ რეჟიმი მაქვს, მაგ დროს მთელი დღის განმავლობაში ვვარჯიშობ.

- ბავშვობაში თოვლის ბაბუას წერილებს სწერდი?

- ასეთი რამ არ მახსენდება. ვიცოდი, საჩუქრებს მშობლები რომ მიკეთებდნენ. ამბობდნენ, თოვლის ბაბუამ მოგიტანაო. ამ საკითხს დიდად არ ვიძიებდი.

- თოვლის ბაბუას ახლა რას მისწერდი?

- რა ვიცი, რა მივწერო? რაც მინდოდა, ყველა სურვილი ამისრულდა. ახლა მხოლოდ ერთ რამეს ვთხოვ. "თოვლის ბაბუ! მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში თქვენთვის წერილი არასდროს მომიწერია და არაფერი მითხოვია, მაინც ყველაფერს მისრულებ. დიდი მადლობა ამისთვის. ახლაც ჩემთვის არაფერს გთხოვ. ძალიან მინდა, ყველა ბავშვთან მიხვიდე და გაახარო, ვისაც ეს მართლა სჭირდება. ჰო, ასეთები დიდებიც არიან და მათთანაც მიდი და გაახარე, ძალიან გთხოვ. დიდი სიყვარულით, ლაშა ტალახაძე"... წაიკითხეთ ვრცლად სპორტსმენის ინტერვიუ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი