"თუ ჩენ გამოვრიცხავთ მარადისობის პერსპექტივას, მაშინ ყველაფერი აზრს კარგავს" - რაზე იქადაგა მეუფე შიომ ახალი წლის წინ

"თუ ჩენ გამოვრიცხავთ მარადისობის პერსპექტივას, მაშინ ყველაფერი აზრს კარგავს" - რაზე იქადაგა მეუფე შიომ ახალი წლის წინ

ახალ წელიწადს უნდა მივეგებოთ განწყობით, რომ ჩვენი ცხოვრების ყოველი მიზანდასახულობა უნდა იყოს არა ამქვეყნიური კეთილმოწყობისთვის, არამედ მარადიული სიცოცხლისთვის, - ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

"დღეს არის წელიწადის ბოლო დღე, ხვალ ახალი წელი შემოდის და სწორედ ამაზე ვფიქრობთ, როგორ ვეგებებით ჩვენ ახალ წელიწადს - უნდა მივეგებოთ იმ განწყობით, რომ ყოველი სიკეთე, ყოველი მიზანდასახულობა ჩვენი ცხოვრებისა უნდა იყოს არა ამქვეყნიური კეთილმოწყობისთვის, როგორც ახლა არის ძალიან მიღებული და გავრცელებული, არამედ მარადიული სიცოცხლისთვის. ეს უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების აზრი და მიზანი. შემდგომი წელიწადი ყოფილიყოს ამ თვალსაზრისით ყოველი ჩვენგანისთვის და ჩვენი ერისთვის წინგადადგუმული ნაბიჯი. ეს ყოფილიყოს ბედნიერი, მშვიდობიანი და უფალთან დაახლოების წელი", - განაცხადა მეუფე შიომ.

მისი თქმით, თანამედროვე სეკულარულ აზროვნებაში მარადისობის ცნება სრულებით გამორიცხულია, ასეთ შემთხვევაში კი ყველაფერი აზრს კარგავს.

"თუ ჩვენ გამოვრიცხავთ მარადისობის პერსპექტივას, მაშინ ყველაფერი აზრს კარგავს. თუ ჩვენ არ გვწამს მარადისობის, უფლის წყალობის, რომ უფალში ყველაფერი აღირაცხება და მოგვენიჭება, მაშინ მართლაც აზრს კარგავს ყველაფერი. თქვენ იცით, რომ თანამედროვე სეკულარისტულ აზროვნებაში ეს სწორედ ასეა, რომ მარადისობის ცნება და ამგვარი ცხოვრებისეული აზრი სრულებით გამორიცხულია; მარადისობა საერთოდ არ იგულისხმება, არსად არ ჟღერს არც ერთი დიდი ტრიბუნიდან. ამ შემთხვევაში ყველაფერი აზრს კარგავს. ისტორიაც აზრს კარგავს, თუ ჩვენ წავშალეთ და დავივიწყეთ ის, რაც არ არის მარადისობა, სადაც ეს ყველაფერი აღირაცხება და სადაც ჩვენ მოგვეგება მარადიული სიხარულით და ღვთის მადლით", - განაცხადა მეუფე შიომ.

მან ასევე მრევლს შეახსენა, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დღეს საღამოდან, ასევე, 1-2 იანვარს შობის მარხვა თევზით ხსნილია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი