მასშტაბური საპროტესტო ტალღა ირანში - შეტაკებების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

მასშტაბური საპროტესტო ტალღა ირანში - შეტაკებების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

ირანის რამდენიმე ქალაქი უკვე მეხუთე დღეა მასშტაბურმა საპროტესტო ტალღამ მოიცვა. თეირანში, მეშჰედში, ისპაანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში მასობრივი აქციები 28 დეკემბრიდან დაიწყო.

საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და სამართალდამცველების შეტაკებების შედეგად დაღუპულია 20 ადამიანი. ამის შესახებ სააგენტო "ასოშიეითედ პრესი" ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, 6 ადამიანი ისპაანის პროვინციის ქალაქ კაჰდარიჯანის პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმისას დაიღუპა, როდესაც მომიტინგეები იარაღის წაღებას ცდილობდნენ. ქალარ ჰომეინიშეჰრში 11 წლის გოგონა და 20 წლის მამაკაცი, ქალაქ ნეჯეფაბადში კი "ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის" წევრი დაიღუპა.

ამასთან, ბოლო სამი დღის განმავლობაში მიმდინარე პროტესტების დროს მხოლოდ დედაქალაქში 450-მდე ადამიანია დაკავებული.

ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, აქციები შიდა პრობლემებით და გარეშე წაქეზებით არის გამოწვეული. ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივნის, ალი შამხანის განცხადებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების უკან აშშ, დიდი ბრიტანეთი და საუდის არაბეთი დგანან. ამის შესახებ სააგენტო "ტასნიმი" იუწყება.

მისი თქმით, სწორედ ეს ქვეყნები ხელმძღვანელობენ სოციალურ ქსელებში წამოწყებულ კამპანიებს. "ჩვენი ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართული ჰეშთეგების დაახლოებით 27% საუდის არაბეთის მთავრობამ შექმნა. უცხო ქვეყნების ასეთი ჩარევა მიზნად ირანის განვითარების შეფერხებას ისახავს. ეს პროტესტები რამდენიმე დღეში დასრულდება", - განაცხადა შამხანიმ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"