პირველი ამერიკელების ფოტოები - ემიგრანტებს შორის, სავარაუდოდ, ქართველებიც არიან

პირველი ამერიკელების ფოტოები - ემიგრანტებს შორის, სავარაუდოდ, ქართველებიც არიან

ხშირად გვესმის, რომ ამერიკა "ემიგრანტებისგან შემდგარი ერია", თუმცა ეს ფრაზა ერთგვარ გაცვეთილ კლიშედ იქცა. არსებობს ფოტოები, ისტორია, რომელიც ამ ფრაზას მეტ სიცოცხლეს სძენს და ცხადად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ ჩადიოდნენ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ადამიანები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც შემდეგ "ამერიკელი ერის" ნაწილი გახდნენ. უნიკალური ფოტოების ნაწილს გამოცემა The Independent აქვეყნებს - სურათებში აშშ-ში ჩასული ემიგრანტები საკუთარი ეროვნული სამოსით ჩანან. მათ შორის არიან მამაკაცები ჩოხებით, რომლებიც, ოფიციალური ცნობებით, რუსეთის იმპერიიდან იყვნენ, თუმცა, შესაძლოა, ისინი ქართველები ყოფილიყვნენ. სხვადასხვა ისტორიული წყაროს ცნობით,  ველური დასავლეთის შოუებში (Wild West Shows) მონაწილეობის მისაღებად მეოცე საუკუნის დასაწყისში ამერიკაში 150-მდე ქართველი მხედარი წავიდა.

მამაკაცები რუსეთის იმპერიიდან

ბავარიელი მამაკაცი, სამხრეთ გერმანიიდან

ბავშვები ლაპლანდიიდან, ფინეთიდან

ალჟირელი მამაკაცი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი