თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ნისლის გამო გადადებული ფრენები დღის განმავლობაში შესრულდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ნისლის გამო გადადებული ფრენები დღის განმავლობაში შესრულდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები გეგმურად ხორციელდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ტავ ჯორჯიაში" განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ძლიერი ნისლის გამო 10 ფრენა გაუქმდა: თეირანის მიმართულებით გაუქმდა 2 ფრენა, სტამბოლის მიმართულებით - 5, მიუნხენის, ბაქოსა და დუბაის მიმართულებით თითო-თითო ფრენა.

როგორც "ტავ ჯორჯიაში" აცხადებენ, გადადებული ფრენები დღის განმავლობაში შესრულდება.

"ფრენები გადაიდო თელ-ავივის, მოსკოვის, დოჰას, კიევისა და ურუმჩის მიმართულებით. რაც გადაიდო, დღის განმავლობაში შესრულდება. ახლა გეგმურად რაც არის, ის ფრენები მიმდინარეობს", - აცხადებენ "ტავ ჯორჯიაში".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი