დღეს, სავარაუდოდ, კიმ ჩენ ინის დაბადების დღეა

დღეს, სავარაუდოდ, კიმ ჩენ ინის დაბადების დღეა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი დღეს, სავარაუდოდ, 34 წლის გახდა. დიქტატორის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, შესაბამისად, კიმ ჩენ ინის იუბილეს ქვეყანა არ ზეიმობს.

ჩრდილოეთ კორეაში ყოველ წელს გრანდიოზულად აღინიშნება დიქტატორის მამის, კიმ ჩენ ილის დაბადების დღე - 16 თებერვალი. კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი თარიღია ბაბუის, კიმ ილ-სუნგის დაბადების დღე, 15 აპრილი.

ორივე სახალხო დღესასწაული ჯერ კიდევ მაშინ დაწესდა, როდესაც კიმის მამა და ბაბუა ცოცხლები იყვნენ, თუმცა მოქმედი დიქტატორის დაბადების დღის შესახებ ქვეყნის ხელისუფლება არაფერს ამბობს.

2014 წელს ქვეყანას კალათბურთელი დენის როდმანი ესტუმრა და 8 იანვარს დიქტატორს დაბადების დღის მისალოცი სიმღერა Happy Birthday უმღერა, სწორედ ამიტომ, მიიჩნევა, რომ კიმ ჩენ ინის დაბადების დღე 8 იანვარს არის. თუმცა, ჩანაწერის ნახვის საშუალება ქვეყნის მოსახლეობას არ მიეცა, მათ უთხრეს, რომ კალათბურთელმა "განსაკუთრებული სიმღერა შეასრულა".

როგორ გამოიყურებოდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დიქტატორი ბავშვობაში - გამოცემა Express ძველ ფოტოებს აქვეყნებს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"