ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო გამოდის ინიციატივით, რომ პირველი რესპუბლიკის სიმბოლოებს - ძველ დროშასა და გერბს ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო გამოდის ინიციატივით, რომ პირველი რესპუბლიკის სიმბოლოებს - ძველ დროშასა და გერბს ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო გამოდის ინიციატივით, რომ პირველი რესპუბლიკის სიმბოლოებს - ძველ დროშასა და გერბს ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს.

აღნიშნული ინიციატივის შესახებ საბჭოს წარმომადგენელმა მამუკა გონგაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა.

"წელს არის საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი. ჩვენი ინიციატივაა, რომ პირველი რესპუბლიკის სიმბოლოებს - ძველ დროშასა და გერბს ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს და ისევე იყოს დაცული, როგორც დაცული უნდა იყოს სახელმწიფო დროშა", - განაცხადა მამუკა გონგაძემ.

მან დღევანდელი სახელმწიფო ხუთჯვრიანი დროშის ისტროულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა. "საქართველოს სახელმწიფო დროშაზე მუშაობა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. ცნობილი რეჟისორი ელდარ შენგელაია გახლდათ კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ამ სიმბოლოებს ადგენდა. მან მოიძია ისტორიული მასალები უცხოეთის, დასავლეთის ბიბლიოთეკებში, არქივებში, ფონდებში. 1999 წელს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, ისტორიული გადაწყვეტილება, ისტორიული დროშის აღდგენის შესახებ, რომელსაც ხელი 2004 წელს მოეწერა. მას შემდეგ, 15-წლიანი შრომის შემდეგ, ჩვენ გვაქვს სახელწიფო დროშა დღევანდელი სახით, რომელიც არის ისტორიული და რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ჰქონდა სახელმწიფოებრივი ტრადიცია და იყო ევროპის ნაწილი. იმ რუქებზე, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, ეს დროშა აღმართულია ევროპული ცივილიზაციის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში - ქალაქ სევასტოპოლზე, ქალაქ სოხუმზე და ქალაქ თბილისზე", - განაცხადა მამუკა გონგაძემ.

დღეს, პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა, გამოიფინა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოები. გარდა ამისა, გამოიფინა მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებიდან და ბიბლიოთეკებიდან მოპოვებული პორტოლანები, (საზღვაო რუკები), რომლებზეც საქართველო გამოსახულია ისტორიული ხუთჯვრიანი დროშით.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."