ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამის შესწავლას განაგრძობს, თუმცა, ცოფის ვაქცინასთან დაკავშირებულ საკითხზე ყველა შეკითხვა მოხსნილია.

როგორც სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მას აუდიტის სამსახურთან შეხვედრა დღესაც ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს ამ კუთხით შეკითხვების მოხსნა.

"ჩვენ რა თქმა უნდა გვქონდა კომუნიკაცია მთელი ამ დროის განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. დღესაც მქონდა შეხვედრა მათ ხელმძღვანელობასთან და დამიდასტურეს, რომ ყველა შეკითხვა, რომელიც შეეხებოდა ამ საკითხს, დღის წესრიგიდან მოხსნილია. თუმცა, ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამას სწავლობენ, ბევრი სხვა, მათ შორის ფინანსური პარამეტრებითაც", - აღნიშნა სერგეენკომ.

17 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აუდიტის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 29 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა. თუმცა მოგვიანებით დაავადებათა კონტროლის ცენტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი