მარკ ცუკერბერგი Facebook-ზე მორიგ ცვლილებას აანონსებს

მარკ ცუკერბერგი Facebook-ზე მორიგ ცვლილებას აანონსებს

Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი, სოციალურ ქსელში განსახორციელებელ მორიგ ცვლილებას აანონსებს, რომლის შედეგადაც, როგორც თვითონ ამბობს, Facebook-ზე გატარებული დრო უფრო ნაყოფიერი იქნება, ვიდრე აქამდე.

"გასულ კვირას Facebook-ზე მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ განვაცხადე, რომელიც ხელს შეუწყობს შინაარსიან და აზრიან სოციალურ ინტერაქციას ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ნაცვლად იმისა, რომ სოციალური ქსელი პასიურად მოვიხმაროთ. ცვლილებების შედეგად, თქვენ ნაკლებ საჯარო მასალებს, მათ შორის, ახალ ამბებს, ვიდეოებსა და პოსტებს ნახავთ, რომლებსაც სხვადასხვა ბრენდები ავრცელებენ.

აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, უხეშად რომ ვთქვათ, ველით, რომ თქვენს "ნიუსფიდში" ახალი ამბების მხოლოდ 4%-ი გამოჩნდება, განსხვავებით იმ 5%-სა, რომელიც დღეს ჩანს. ეს დიდი ცვლილებაა, თუმცა ახალი ამბები ყოველთვის იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის, რათა მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობა დაიწყონ" - ნათქვამია ცუკერბერგის განცხადებაში.

ამასთან, ფეისბუქის დამფუძნებელმა მეოერე მნიშვნელოვანი სიახლე წარმოადგინა, რომელიც მიმდინარე წელს Facebook-ზე გავრცელებული სიახლეების მაღალ ხარისხსა და სანდოობას უზრუნველყოფს განაგრძეთ კითხვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"