ხათუნა ზახაშვილი - ამ ეტაპზე ქვეყანაში მენინგოკოკური ვაქცინა ხელმისაწვდომი არ არის

ხათუნა ზახაშვილი - ამ ეტაპზე ქვეყანაში მენინგოკოკური ვაქცინა ხელმისაწვდომი არ არის

ამ ეტაპზე ქვეყანაში მენინგოკოკური ვაქცინა ხელმისაწვდომი არ არის, – ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმება მოხდა ქვეყანაში არსებულ მსხვილ ამცრელებთან. ზახაშვილის განმარტებით, კერძო სექტორი ვაქცინის შემოტანას წლის დასაწყისში გეგმავდა, თუმცა ამ დროისთვის დაავადებათა ეროვნული ცენტრისვთის კერძო სექტორის გეგმები უცნობია.

"საქართველოში პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, მენინგოკოკური ვაქცინაცია საყოველთაოდ გათვალისწინებული არ არის. ვაქცინაციის რეკომენდაცია ეძლევათ იმ პირებს, რომლებიც ე.წ. მენინგოკოკურ სარტყელში შემავალ ქვეყნებში მიემგზავრებიან. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კერძო სექტორი გეგმავს ვაქცინის შემოტანას წლის დასაწყისში. ამ ეტაპზე ქვეყანაში მენინგოკოკური ვაქცინა ხელმისაწვდომი არ არის", – აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით კი, საქართველოში წელიწადში საშუალოდ მენინგოკოქცემიის 10–15 შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც ლეტალობა დაახლოებით 10–20 პროცენტია.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას იმნაძე აღნიშნავს, რომ მენინგოკოკი არის სხვადასხვანაირი, საქართველოში კი, როგორც ევროპის უმრავლეს ქვეყანაში, B ტიპის მენინგოკოკია გავრცელებული, რომლის ვაქცინაც ბაზარზე 2 წლის წინ გამოჩნდა და რომლის ღირებულებაც ევროპულ ბაზარზე, დაახლოებით 200 ევროა.

"ევროპის უმრავლესი ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც მენინგოკოქცემიის საყოველთაო ვაქცინაცია არ ტარდება. როცა ვაქციანაციას რომელიმე ქვეყანა იწყებს, ეს იმის მიხედვით ხდება, თუ რამდენია დაავადების ტვირთი და არის თუ არა ვაქცინები იმ ქვეყანაში მოცირკულირე ბაქტერიის შესაბამისი. ავადობა უნდა იყოს ისეთი, რომ ვაქცინაციის ჩართვას ჰქონდეს ეფექტი.

მენინგოკოკი არის სხვადასხვანაირი, ზოგიერთის საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს. ის, რაც ჩვენთან არის - B ტიპის, ისევე, როგორც ევროპის ქვეყნებში, მისი ვაქცინა სულ რაღაც 2 წელია გამოჩნდა ბაზარზე. ასევე, არსებობს A და ჩ ტიპის ვაქცინა, მაგრამ მთავარი A და B ტიპის ვაქცინაა", – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მენინგოკოქცემიით გარდაცვალების ბოლო შემთხვევა 18 იანვარს დაფიქსირდა. აღნიშნული დიაგნოზით მარნეულის #8-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლე, იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი