ლევან ხაბეიშვილი - კახა კალაძეს დედაქალაქის მთავრობის სხდომათა დარბაზი წარმოუდგენია "მილანის" გასახდელი

ლევან ხაბეიშვილი - კახა კალაძეს დედაქალაქის მთავრობის სხდომათა დარბაზი წარმოუდგენია "მილანის" გასახდელი

კახა კალაძეს დედაქალაქის მთავრობის სხდომათა დარბაზი წარმოუდგენია, სავარაუდოდ, "მილანის" გასახდელი. შესაბამისად, დაცვა არ გვაძლევდა უფლებას, რატომღაც სხომაზე შევეშვით, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმცირესობის წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან", ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც პარტიის სხვა წევრებთან ერთად სხდომაზე დასწრების მიზნით მერიაში იმყოფება.

"საკრებულოს სამი დეპუტატი დედაქალაქის მერიაში მოვედით იმისთვის, რომ დავესწროთ მთავრობის სხდომას. ჩვენ გვაქვს ამის მანდატი, მაგრამ კახა კალაძეს დედაქალაქის მთავრობის სხდომათა დარბაზი წარმოუდგენია, სავარაუდოდ, "მილანის" გასახდელი. შესაბამისად, დაცვა არ გვაძლევდა უფლებას, რატომღაც სხდომაზე შევეშვით. კონკრეტულ საკითხზე სასაუბროდ მოვედით. დაცვა საწყლად ამბობდა, რომ კანონიერი უფლება კი გაქვთ, მაგრამ სიტყვიერი ზეპირი დავალება გვაქვს, რომ არ შეგიშვათო", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს თავდაპირველად სხდომაზე დასწრების უფლებას არ აძლევდნენ, თუმცა საბოლოოდ, მათ ამის საშუალება მიეცათ.

იხილეთ ვიდეო: კალაძეს დედაქალაქის მთავრობის სხდომათა დარბაზი წარმოუდგენია "მილანის" გასახდელი" - "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მერიაში შეუშვეს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."