"უხარისხო ჩაის ყოველდღიური მიღება კიბოს პროვოცირებას იწვევს"

"უხარისხო ჩაის ყოველდღიური მიღება კიბოს პროვოცირებას იწვევს"

ჩაი ათასობით ოჯახის ყოველდღიური მენიუს განუყოფელი ნაწილია.

დღეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ერთჯერად პაკეტებში დაფასოებული ჩაია. მისი ტრანსპორტირებაც ადვილია და მომზადებაც, მაგრამ ამ სახის ჩაის აქვს თავისი უარყოფითი მხარეებიც. სურსათის ექსპერტი, დალი წულაია მიიჩნევს, რომ ერთჯერადი ჩაის ფალსიფიკაცია უფრო იოლია:

-ერთჯერადი ჩაი უფრო ადვილი მოსამზადებელია, ვიდრე დასაყენებელი და დღევანდელი ცხოვრების რიტმს კარგად ერგება. ის შეიძლება იყოს მწვანე, შავი, წითელი და ყვითელი - თითოეული მათგანი სხვადასხვა ტექნოლოგიით არის დამზადებული. მიუხედავად დადებითი მხარეებისა, ერთჯერად ჩაის ნაკლოვანებებიც აქვს: ადვილი შესაძლებელია პაკეტებში ჩაი მოძველებული იყოს და დიდი რაოდენობით ჩაის მტვერი ჰქონდეს შერეული. ასევე იოლია ერთჯერადი ჩაის ფალსიფიცირება, რაც ონკოლოგიური დაავადებების ხელშემწყობი ფაქტორი ხდება. საერთოდ, ონკოლოგიური დაავადების რისკი ნებისმიერი ფალსიფიცირებული პროდუქციის გამოყენებისას ძალიან დიდია და გამონაკლისს არც ჩაი წარმოადგენს. უხარისხო ჩაის დასამზადებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი სხვა მცენარე, ან ნედლეული, რომელიც დაბალი ხარისხისაა. ჩაის საღებავებსაც ამატებენ, მათ შორის, კოლერს. ზოგჯერ ასეთი უხარისხო პროდუქცია პესტიციდებით არის გაჯერებული, რაც საკმაოდ პრობლემატურია.

დალი წულაიას თქმით, სიძველეც სერიოზული პრობლემაა, რადგან დაძველებული ნედლეული მავნე ნივთიერებების წყარო ხდება: "არის კიდევ ერთი პრობლემა, როდესაც ჩაის კოლოფი მიმსგავსებულია ცნობილი

ფირმის ნაწარმთან. ამიტომ, თუ საიმედო ფირმის ნაწარმს არ შევიძენთ, თავისუფლად შეიძლება ფალსიფიცირებული ჩაი შემოგვატყუონ. მაღალი ხარისხის ბრენდის პროდუქცია ყოველთვის შეესაბამება ნორმებს, რომელიც ეტიკეტზეა მითითებული, რასაც ვერ ვიტყვით გაურკევეველი წარმოშობის ჩაიზე. ამიტომ, უმჯობესია მოხმარებელმა ისეთი პროდუქცია იყიდოს, რომელიც კონტროლდება. ჩაი, და სხვა ნებისმიერი პროდუქტი, ისეთ ადგილას უნდ შევიძინოთ, სადაც შეუმოწმებელი პროდუქცია არ იყიდება".

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი