აქვს თუ არა უფლება სესხის ამომღებ კომპანიას, პირის გარდაცვალების შემთხვევაში ფული მემკვიდრეებს მოსთხოვოს?

აქვს თუ არა უფლება სესხის ამომღებ კომპანიას, პირის გარდაცვალების შემთხვევაში ფული მემკვიდრეებს მოსთხოვოს?

საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორის ლაშა ნოზაძის განცხადებას, რომლის თქმითაც "იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს".

საადვოკატო ბიურო "OK&CG"-ის ადვოკატი ანა გორდეზიანი განგიმარტავთ, რა ვალდებულებებს იძენს მემკვიდრე მამკვიდრებლისგან სამკვიდრო ქონების მიღებით.

გორდეზიანის თქმით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოქმედი რედაქციით, მემკვიდრეები მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების მიღებით იძენენ როგორც აქტივებს (მოძრავი ან უძრავი ქონება), ისე პასივებს (ვალები).

"მემკვიდრე ვალდებულია, მთლიანად დააკმაყოფილოს მამკვიდრებლის კრედიტორთა მოთხოვნები, მაგრამ მხოლოდ სამკვიდროს სახით მიღებული

აქტივის ფარგლებში.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მამკვიდრებლის კრედიტორებისთვის სამკვიდროს გახსნის შესახებ შეტყობინების ვალდებულებას აკისრებს სწორედ მემკვიდრეებს, იმ შემთხვევაში, თუ მათთვის გარდაცვლილის ვალების შესახებ ცნობილია.

მამკვიდრებლის კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა უნდა წარუდგინონ ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის სამკვიდროს გახსნის შესახებ გახდა ცნობილი. კრედიტორების მიერ მოთხოვნის წარდგენის ვადა არ ვრცელდება იმ დანახარჯების მოთხოვნებზე, რაც გამოწვეული იყო მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლითა და მკურნალობით, ხელფასის გასტუმრებით, დაკრძალვით, სამკვიდროს დაცვითა და მართვით, ასევე მესამე პირების მოთხოვნებზე – ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობის და მათი კუთვნილი ქონების გამოთხოვის თაობაზე წაიკითხეთ ვრცლად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი