ნარმანია - მეტროსადგურ "ვარკეთილში" სარემონტო სამუშაოები, თავის დროზე, წესების დაცვით ჩატარდა

ნარმანია -  მეტროსადგურ "ვარკეთილში" სარემონტო სამუშაოები, თავის დროზე, წესების დაცვით ჩატარდა

დედაქალაქის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მეტროსადგურ "ვარკეთილში" სარემონტო სამუშაოები, თავის დროზე, წესების დაცვით ჩატარდა.

მისივე განცხადებით, მაშინ გამოცხადდა ტენდერი, რომლის მეშვეობითაც შესაბამისი სარემონტო სამუშაოები განხორციელდა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, რემონტი დათქმულ ვადებში დასრულდა და დაჩქარებას ადგილი არ ჰქონია.

"შემთხვევა არის სამწუხარო. რასაც არანაირი გამართლება არ აქვს. მნიშვნელოვანია, გამოძიებით გაირკვეს, რასთან გვქონდა საქმე. მე რაც ნამდვილად მახსოვს არის ის, რომ პროექტი არსებობდა ანუ საპროექტო დოკუმენტაცია, რომელზე დაყრდნობითაც გამოცხადდა ტენდერი. სარემონტო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა, ასევე რაიმე სახის დაჩქარება ჩვენი მხრიდან კომპანიის მიმართ არ ყოფილა. კომპანიას ჰქონდა საკმარისი დრო და რესურსი იმისთვის, რომ სამუშაოები დროულად ჩაეტარებინა. ძალიან ბევრ კითხვაზე ალბათ, გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი. შესაბამისად მკაცრად უნდა დაისაჯონ ის პირები, რომელთა ბრალეულობაც გამოიკვეთება გამოძიების შედეგად," - განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება ობიექტის ჩაბარების პროცესს, თუ როგორ განხორციელდა ეს, ნარმანიას განმარტებით, "დეტალებზე სატრანსპორტო კომპანიას უნდა ვკითხოთ, ვინაიდან საკუთრივ სატენდერო კომისიასაც და შესაბამისად, ობიექტთან დაკავშირებულ საკითხებს ზედამხედველობას უწევდა თბილისის სატრანსპორტო კომპანია".

იხილეთ ვიდეო: დავით ნარმანია მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი