როგორი სახლის უფლება უნდა მისცე საკუთარ თავს შენი ხელფასის მიხედვით?

როგორი სახლის უფლება უნდა მისცე საკუთარ თავს შენი ხელფასის მიხედვით?

საცხოვრებელი ადგილი გახლავთ ნებისმიერი ადამიანის საბაზისო საჭიროება და ყოველი ჩვენგანის უმთავრესი მიზანია ჰქონდეს სახლი, სადაც თავს მშვიდად იგრძნობს.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც არჩევანს აჩერებენ ისეთ სახლებზე, რომლებიც არ არის მათი ფინანსური შესაძლებლობების შესაფერისი და ამით სხვადასხვა პრობლემებში ეხვევიან.

საბედნიეროდ, ეკონომისტებს დათვლილი აქვთ ის, თუ რა ღირებულების სახლის უფლება უნდა მისცეს ადამიანმა საკუთარ თავს და უფრო მეტიც, აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური ფორმულაც კი არსებობს.

ბინის ან სახლის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი სახლის მაქსიმალური ფასი უნდა იყოს თქვენს წლიურ ხელფასზე 2,5 -ჯერ მეტი.

თანამედროვე მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, გავრცელებული მეთოდი გახლავთ საცხოვრებელი სახლის კრედიტის საშუალებით შეძენა.

თუ იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებსაც სახლის შესაძენად სურთ ფულის სესხება, მაშინ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი წესები:

უმჯობესი იქნება თუ პირველ რიგში შეარჩევთ ბანკს.

ბანკის შერჩევის შემდეგ, უნდა შეარჩიოთ თქვენთვის ხელსაყრელი და ყველაზე უფრო მეტად შესაფერისი კრედიტი.

კარგად დათვალეთ და ერთმანეთს შეადარეთ საპროცენტო განაკვეთები, გაარკვიეთ, ხომ არ არსებობს რაიმე ტიპის ფარული ხარჯი და წინასწარ განსაზღვრეთ, რა ოდენობის ყოველთვიური შენატანის გაკეთება შეუძლია თქვენი შემოსავლის მქონე ადამიანს.

ბინის ან სახლის ძებნა კი უნდა დაიწყოთ მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიიღებთ ზუსტ ინფორმაციას იმ თანხის შესახებ, რომელსაც ბანკი სახლის შესაძენად გაძლევთ.

აღნიშნული წესის თავიდან არიდების შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ დროისა და ენერგიის ფუჭად ხარჯვა, რადგან შესაძლოა ისეთი სახლები დაათვალიეროთ, რომელთა შეძენასაც ფიზიკურად ვერ შეძლებთ.

კრედიტის აღებისას კი გაითვალისწინეთ შემდეგი:

• აიღეთ კრედიტი იმ ვალუტაში, რომელ ვალუტაშიც იღებთ ხელფასს;

• უპირატესობა მიანიჭეთ ფიქსირებულ პროცენტს;

• სესხის დასაფარად განსახორციელებელი ყოველთვიური შენატანი არ უნდა აღემატებოდეს თქვენი ხელფასის 30%-ს. (ნუ დაარღვევთ ამ წესს მაშინაც კი თუ დაწინაურებისა და ხელფასის გაზრდის იმედი გაქვთ, რადგან ამ იმედების გაცრუების შემთხვევაში, იმედგაცრუებას კიდევ უფრო სერიოზული პრობლემა დაემატება, ფულის უკმარისობის სახით)

აქვე გეტყვით იმასაც, რომ თუ ავეჯისა და რემონტისთვის საჭირო თანხა არ გაქვთ, რეკომენდირებულია ამ თანხისა და ბინის ღირებულების დაჯამება და ჯამში მიღებული თანხის ოდენობის სესხის აღება.

ამით თქვენ თავიდან აირიდებთ არაერთ თავის ტკივილს და თანაც ერთიანად დაასრულებთ საკუთარი თავის საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფას.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი