ანჯელინა ნატო-ს გენმდივანს შეხვდა, ყურადღების ცენტრში კი მისი ჩანთაც მოხვდა

ანჯელინა ნატო-ს გენმდივანს შეხვდა, ყურადღების ცენტრში კი მისი ჩანთაც მოხვდა

გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის საგანგებო დესპანი ანჯელინა ჯოლი დღეს, ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

იენს სტოლტენბერგმა ანჯელინა ჯოლი შეაქო იმ წვლილისთვის, რომელიც მას შეაქვს "საზოგადოებაში ქალთა როლის გაძლიერებისა და სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლაში".

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსს პასუხისმგებლობა აკისრია ქალთა უფლებების დამცველი იყოს.

ნატო-ს საბჭოსა და სამხედრო კომიტეტის სხდომაზე ალიანსის წარმომადგენლებმა და ანჯელინა ჯოლიმ სექსუალური და გენდერული ძალადობის პრევენციის კუთხით ნატო-ს ძალისხმევაზე ისაუბრეს.

"ანჯელინა ჯოლიმ და მე გადავწყვიტეთ ერთობლივად ვიმუშაოთ და ყურადღება სამ მიმართულებაზე გავამახვილოთ: ტრენინგები, მონიტორინგი და ცნობიერების ამაღლება", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

შეხვედრის შემდეგ გამართული პრესკონფერენცია ნატო-ს ფეისბუქის გვერდზე გადაიცემოდა, მოგვიანებით კი ფოტოებიც გავრცელდა. ინტერნეტმომხმარებლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ანჯელინას ჩანთა, რომელიც გენერალურ მდივანთან პოზირებამდე მსახიობმა იატაკზე დადო. ფოტოგადაღების დასრულების შემდეგ კი ჯოლის ჩანთის აღებაში სტოლტენბერგიც დაეხმარა.

ნახეთ ვიდეო : ანჯელინა ჯოლი ნატო-ს გენმდივანს შეხვდა

ერდოღანი: "თურქეთი გეგმავს  2023 წლისთვის რაკეტის მთვარეზე გაშვებას"

"მე არ შემშინებია ვირუსის" - რას ამბობს ევროპის უხუცესი ადამიანი, 117 წლის მონაზონი, რომელმაც Covid-19 დაამარცხა

სომხეთში მმართველი გუნდი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე უარს ამბობს და ფაშინიანი არსად მიდის - "ასეთი მოთხოვნა საზოგადოებისგან არ არსებობს"