დავით ნარმანია - "მაიმუნო ვირიშვილო" შეუკავებელი ემოციის ნაწილი იყო

 დავით ნარმანია - "მაიმუნო ვირიშვილო" შეუკავებელი ემოციის ნაწილი იყო

"მაიმუნო ვირიშვილო" შეუკავებელი ემოციის ნაწილი იყო, მაგრამ სხვას ვერაფერს იტყვით, როცა მე ცუდად მოვიქეცი, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე ან წყობიდან გამოვედი, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, იყო ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მისი მერობის დროს განხორციელდა, თუმცა, საზოგადოებისთვის უცნობია. თბილისის ყოფილი მერი იმედოვნებს, რომ დედაქალაქის ახალი მთავრობა განახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც მის დროს დაიგეგმა.

"მაიმუნო ვირიშვილო" შეუკავებელი ემოციის ნაწილი იყო. როდესაც ძალიან ბევრს მუშაობ, დღე-ღამეში ძალიან ცოტას ისვენებ და როცა გულით გინდა საქმე გააკეთო, ცდილობ გქონდეს მაქსიმალური ჩართულობა და ხელი გეშლება რაღაცაში, ეს ემოცია ბუნებრივია. შეიძლება ეს არ იყო ზუსტი და ადეკვატური, თუმცა იყო ის, რაც იყო, მაგრამ სხვას ვერაფერს იტყვით, როცა მე ცუდად მოვიქეცი, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე ან წყობიდან გამოვედი. ვფიქრობ, საზოგადოებამ არ იცის ყველაფერი, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ხშირად იყო ნეგატივით გადატვირთული საინფორმაციო ველი, რომლიდან გამომდინარეც გაკეთებული საქმეები მესამე, მეოთხე პლანზე გადადიოდა და გვიან ან ვერ მიეწოდებოდა საზოგადოებას. რაც თვალით ხილულია, ამას საზოგადოება ისედაც ხედავს, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ნახეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."