მიხეილ ჯანელიძის კომენტარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისადმი შეერთების შესახებ უკრაინის შეთავაზებაზე

მიხეილ ჯანელიძის კომენტარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისადმი შეერთების შესახებ უკრაინის შეთავაზებაზე

ეს შეთავაზება არ არის, - ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ კითხვას იმის თაობაზე, თუ რას აპირებს საქართველო უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეთავაზებასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ მექანიზმს შეუერთდეს.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უკრიანული მხარის ინიციატივაზე საუბარი არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს შესთავაზა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩაერთოს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც პეტრო პოროშენკოსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ შეხვედრას ეხება.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის სრულყოფაზე და ქართულ მხარეს შეუძლია, მას შეუერთდეს.

"ამით შეიძლება, მეტი ყურადღება მივიპყროთ და ევროპას სტიმული მიეცეს, გააგრძელოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ საქართველოს კომპონენტი, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხიდან გამომდინარე", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."