Financial Times - 2025 წლამდე ევროკავშირს 6 ახალი წევრი ეყოლება

Financial Times - 2025 წლამდე ევროკავშირს 6 ახალი წევრი ეყოლება

2025 წლამდე ევროკავშირი გაწევრიანების შესაძლებლობას 6 ბალკანურ ქვეყანას მისცემს. ამის შესახებ Financial Times ევროკომისიის დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, რომელიც მათი ინფორმაციით, 6 თებერვალს გამოქვეყნდება.

გამოცემის ინფორმაციით, ამგვარად ევროკავშირი აპირებს განაახლოს გაერთიანება, გაამკაცროს მიგრაციაზე კონტროლი და ბალკანეთზე რუსულ გავლენას დაუპირისპირდეს.

გამოცემის მტკიცებით, ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ბალკანური ქვეყნების მიღების გეგმა მნიშვნელოვანია ევროპულ საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის. საუბარია: ალბანეთზე, სერბეთზე, მონტენეგროზე, ბოსნია და ჰერცეგოვინაზე, მაკედონიასა და კოსოვოზე.

ამასთან, Financial Times-ის მტკიცებით, დასახელებული ქვეყნებიდან ევროკავშირის წევრობის ყველაზე რეალური შანსები სერბეთს და მონტენეგროს აქვთ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"