"ბალენსიაგას" "კროქსები" გამოსვლამდე სრულად გაიყიდა

"ბალენსიაგას" "კროქსები" გამოსვლამდე სრულად გაიყიდა

გასულ წელს ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ მთელი მსოფლიო გააოგნა - "ბალენსიაგას" მოდელები პარიზის მოდის კვირეულზე ყველაზე უშნო ფეხსაცმლად მიჩნეული "კროქსებით" გამოჩნდნენ, რომლის პლატფორმის სიმაღლე 10 სანტიმეტრია. მაღალ პლატფორმიანი, ვარდისფერი, მწვანე და ყვითელი ფერის "კროქსები" სხვადასხვა ფერის თვლებითა და აქსესუარებითაა გაწყობილი.

დიდი მითქმა-მოთქმის, კრიტიკის და კომენტარების შემდეგ, Balenciaga-მ საწადელს მიაღწია: "კროქსები" გამოსვლამდე სრულად გაიყიდა.

ფეხსაცმელი ძვირადღირებული ბრენდების აქსესუარების ვებ-საიტზე Barneys's-ზე პირველ თებერვალს გამოჩნდა და წინასწარი შეკვეთებით, იმავე დღის ბოლომდე დაიტაცეს, მიუხედავად მისი მაღალი ფასისა - "კროქსები" 850 დოლარად შეფასდა.

როგორც Wmagazine წერს, ბრენდის კრეატიულ დირექტორს დემნა გვასალიას მოდის ინდუსტრიის "დატროლვა" ჩვევაში აქვს. ამის მაგალითად კი მოჰყავთ, "ბალენსიაგას" 1 100 დოლარად შეფასებული ტყავის სავაჭრო ჩანთები და "მახინჯი" ბოტასები.

თავად დიზაინერმა კი განმარტა, რატომ შეაჩერა არჩევანი "კროქსზე". "ეს არის ინოვაციური ფეხსაცმელი. მსუბუქია, ერთ მთლიან ნაწილად ჩამოსხმული. ასეთი ტექნოლოგია და მასალა "ბალენსიაგასთვის" ძალიან შესაფერისია," - თქვა გვასალიამ. როგორც აღმოჩნდა, დიზაინერს "კროქსი" აქამდე არასოდეს სცმია და პირველად გასულ ზაფხულს მოისინჯა.

wmagazine.com-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს