"კაცები ალკოჰოლს სვამენ და პორნოს უყურებენ" - ინდოეთში ქალიშვილობის ტესტის წინააღმდეგ გამოდიან

"კაცები ალკოჰოლს სვამენ და პორნოს უყურებენ" - ინდოეთში ქალიშვილობის ტესტის წინააღმდეგ გამოდიან

ინდოეთში დაიწყო კამპანია ქალიშვილობის ტესტის წინააღმდეგ, ინფორმაციას The Independent ავრცელებს.

კანჯაბჰატის თემში, რომელიც ინდოეთის დასავლეთით მდებარე შტატში მაჰარაშტრაში ცხოვრობს, ქალები, ხშირად, იძულებულები არიან ჩაიტარონ "ქალიშვილობის ტესტი" ქორწინების ღამეს, რათა საკუთარი უბიწოება დაამტკიცონ.

ტესტი ქორწინების ცერემონიის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, თუმცა თემის ახალგაზრდა წარმომადგენლები, დაახლოებით 200 ათასი ადამიანი მანკიერ ტრადიციას აპროტესტებს.

ტესტის მიხედვით, წყვილი საქორწილო რიტუალის შემდეგ სასტუმროს ოთახში ადის, სადაც საწოლზე თეთრი ზეწარია გადაფარებული. გარეთ მათ სოფლის საბჭოს წარმომადგენლები და ოჯახის წევრები ელოდებიან.

თუ პირველი სექსის დროს ზეწარი სისხლით არ დაისვრება, მამაკაცს ქორწინების გაუქმების უფლება აქვს, რადგან ეს ნიშნავს, რომ ცოლმა "უმანკოების ტესტი ვერ გაიარა".

კამპანიის ლიდერის ვივეკ ტამაიჩეკარის განცხადებით, ტრადიცია რეგრესულია და წყვილის პირად ცხოვრებაში უხეშად ჩარევას ემსახურება.

"პროცესი ძალიან უხეშია. ქმარს აძლევენ ხოლმე ალკოჰოლს, აყურებინებენ პორნოგრაფიას, რომ "გაანათლონ". მეორე დღეს კი დეტალურად აიძულებენ მოყვეს გასულ ღამეზე, რათა დადგინდეს, იყო თუ არა ცოლი უმანკო," - ამბობს ტამაიჩეკარი, რომელიც მიმდინარე წელს დაქორწინებას აპირებს და უკვე შეატყობინა სოფლის საბჭოს, რომ ცოლისთვის არანაირი ტესტის ჩატარებას არ გეგმავს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს