მიხეილ სააკაშვილი - ამ შეშინებულმა პეტრომ რკინის პამპერსები დაიყენა

 მიხეილ სააკაშვილი - ამ შეშინებულმა პეტრომ რკინის პამპერსები დაიყენა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კიევში დღეს დაგეგმილი აქციის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, გუშინ კრეშატიკზე გაურკვეველი მიზეზით კონსტრუქციებისა და სცენის დაყენება დაიწყეს.

"სინამდვილეში ამ შეშინებულმა პეტრომ რკინის პამპერსები დაიყენა, რათა ჩვენ ვერ შევძლოთ სცენის დაყენება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეარხის, NewsOne-ის ეთერში.

კიევში დღეს დაგეგმილი აქციისთვის, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის პარტია ატარებს, 2 ათასამდე პოლიციელია მობილიზებული. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დააანონსა, რომ 2018 წლის პირველ მარშს დღეს კიევში ჩაატარებს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"