პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით კიევის ცენტრში მარში იმართება

 პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით კიევის ცენტრში მარში იმართება

"ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები კიევის ცენტრში უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით მარშს მართავენ. აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს.

ორგანიზებულ კოლონას, რომელიც ტარას შევჩენკოს პარკიდან ევროპის მოედნის მიმართულებით დაიძრა, წინ მიხეილ სააკაშვილი მიუძღვის. აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე მიტინგს გამართავენ.

საპროტესტო მარშის მონაწილეებს უკრაინის დროშები უჭირავთ. ისინი სკანდირებენ "არა ბარიგებს", "გადადექი", "ჩემოდანი, სადგური, მალდივები".

აღნიშნულ აქციასთან დაკავშირებით უკრაინის დედაქალაქის ცენტრში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. ადგილზე მობილიზებულია 2 ათასამდე სამართალდამცველი.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"