ჩრდილოკორეელებს სჯერათ, რომ კიმ ჩენ ინი ტუალეტში არ დადის - საინტერესო ფაქტები დიქტატორის შესახებ

ჩრდილოკორეელებს სჯერათ, რომ კიმ ჩენ ინი ტუალეტში არ დადის - საინტერესო ფაქტები დიქტატორის შესახებ

მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა დიქტატორის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. მისი ცხოვრების დეტალების შესახებ ყველა დუმს, ოფიციალურ ბიოგრაფიაში კი უცნაურ ამბებს აღმოაჩენთ.

ჟურნალისტები მუდმივად ცდილობენ, მოიპოვონ ინფორმაცია კიმ ჩენ ინის შესახებ, თუმცა ამას, ხშირად, ვერ ახერხებენ.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რაც დიქტატორს უკავშირდება:

მისი დაბადების თარიღი ცნობილი არ არის

კიმ ჩენ ინი დაიბადა 1982, ან - 1984 წელს, ან 8 იანვარს, ან - 5 ივლისს. დიქტატორს სურს, რეალურზე მეტი ასაკი ჰქონდეს, ამიტომ ოფიციალური ინფორმაციით, მისი დაბადების თარიღი არის 1982 წელი, სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობით კი კიმ ჩენ ინი 1984 წელს დაიბადა.

მისი ბავშვობა საიდუმლოებით არის მოცული

ბავშობის სურათების გასაჯაროება დიქტატორს დიდად არ უყვარს. 2014 წელს სამხედრო აღლუმის დროს მისი რამდენიმე ფოტო აჩვენეს საზოგადოებას, თუმცა დაზუსტებით არავის შეუძლია თქმა, სურათებზე ნამდვილად კიმ ჩენ ინი ჩანს თუ არა.

მან აარჩია გოგონები ადგილობრივი პოპ-ჯგუფისთვის

პოპ-მუსიკა ჩრდილოეთ კორეაშიც არსებობს, თუმცა დასავლურს დიდად არ ჰგავს. მაგალითად - აკომპანიმენტს მათთვის სამხედრო ორკესტრი ასრულებს, კლიპებში კი აუცილებლად უნდა ჩანდეს, რა კარგად ცხოვრობს ხალხი ჩრდილოეთ კორეაში.

ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გოგონების ბენდია "მორანბონი", რომლის წევრებიც, გავრცელებული ინფორმაციით, თავად კიმ ჩენ ინმა შეარჩია.

მისი ოფიციალური ტიტულები :

"ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი ლიდერი, პარტიის არმიისა და ხალხის ხელმძღვანელი";

"ახალი ვარსკვლავი";

"ბრწყინვალე ამხანაგი";

"გენიალური გენიალურთა შორის;

"ჩრდილო კორეის მთავარსარდალი" (2012 წლიდან).

კიმ ჩენ ინი სწავლობდა შვეიცარიაში, თუმცა - სხვა სახელით

ვიდრე დიქტატორი გახდებოდა, ბერნში, შვეიცარიაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სკოლაში სწავლობდა. 1998-2000 წლებში ის დარეგისტრირებული იყო როგორც პაკ ინი, საელჩოს ჩრდილოეთ კორეელი თანამშრომლის შვილი.

ის არ დადის ტუალეტში

ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ ჩრილოკორეელები. იმავეს თქმა შეიძლება მის მამაზე, კიმ ჩენ ირზე, რომლიც ოფიციალურ ბიოგრაფიაში იყო მითითებული, რომ ლიდერი ტუალეტში არ დადიოდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"