ორმოცის სუფრაზე 12 ადამიანმა ინტოქსიკაცია მიიღო

ორმოცის სუფრაზე 12 ადამიანმა ინტოქსიკაცია მიიღო

ორმოცის სუფრაზე 12 ადამიანმა ინტოქსიკაცია მიიღო. შემთხვევა დღეს საღამოს, თემქის მე-11 მიკრორაიონში მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით ორი ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით ინტოქსიკაცია საკვებმა გამოიწვია, ხოლო მეორე ვერსიით მოწამვლის მიზეზი ბუნებრივი აირი გახდა.

სასწრაფო სამედიცნო ბრიგადამ 5 ადამიანი შესაბამისი კვლევისთვის საავადმყოფოში გადაიყვაა, მათგან 4 ბავშვია. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია