ვინ არის კიმ ჩენ ინის და და რატომ მოექცა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში

ვინ არის კიმ ჩენ ინის და და რატომ მოექცა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში

კიმ ჩენ ინი უმცროს დას ზამთრის ოლიმპიადაზე სამხრეთ კორეაში გზავნის. CNN-ის ინფორმაციით, ეს იქნება კიმების დინასტიის პირველი წარმომადგენელი, რომელიც სამხრეთ კორეას ესტუმრება.

სამხრეთ კორეის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, კიმ იო ჯონგი ჩრდილო კორეის დელეგაციის შემადგენლობაში იქნება, რომელსაც ჩრდილო კორეის პარლამენტის პრეზიდენტი, კიმ იონგ ნამი უხელმძღვანელებს.

კიმ იო ჯონგი 30 წლისაა, მას და დიქტატორს ერთი დედა ჰყავდათ, კო იონგ ჰუი.

ჩრდილოეთ კორეა ცდილობს, კიმ ჩენ ინის დის დელეგაციაში ჩასმით აშშ გააღიზიანოს. ზამთრის ოლიმპიადაზე სამხრეთ კორეაში აშშ-ს დელეგაცია ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ხელმძღვანელობით გაემგზავრება.

ოლიმპიადა 9 თებერვალს დაიწყება და 25 თებერვალს დასრულდება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"