ყაზბეგზე მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია

ყაზბეგზე მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზბეგის გამზირზე მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 7 თებერვალს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ბრალდებულმა, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით 1993 წელს დაბადებული ხ. ჭ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის პირველი ნაწილით", - აცხადებენ შსს-ში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ