დღეიდან ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს - ნახეთ ამინდის პროგნოზი

დღეიდან ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს - ნახეთ ამინდის პროგნოზი

დღეს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 3- 4 გრადუსით დაიკლებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 - 9 თებერვალს ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი - სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +7, +12 გრადუსის ფარგლებში იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი ქარი და ქარბუქი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი