"გონზე როცა მოდის, შვილს კითხულობს" - რას ამბობს დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობაზე მისი მეგობარი

"გონზე როცა მოდის, შვილს კითხულობს" - რას ამბობს დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობაზე მისი მეგობარი

"დოდო გუგეშაშვილი უცხოს კარს არ გაუღებდა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს დოდო გუგეშაშვილის მეგობრმა დავით მუხიგულმა განუცხადა.

მისივე თქმით, დოდო გუგეშაშვილს ანტიბიოტიკებს უკეთებენ, რათა სეფსისი არ განვითარდეს. როგორც მან აღნიშნა, ამ დრომდე არც ერთ მეგობარს არ მოუნახულებია პაციენტი.

"მე ვიყავი რეანიმაციის პალატასთან, ექიმსაც ვესაუბრე. ტყვიის ჭრილობა არის ძალიან მძიმე. რაც მთავარია, არტერიას აცდა", - განაცხადა მუხიგულმა.

მისივე თქმით, დოდო გუგეშაშვილი გონზე როცა მოდის, შვილს კითხულობს.

"გონზე მთლად მოსული არ არის. თუ გონზე მოდის, პირველი შეკითხვა არის - შვილი როგორაა", - განაცხადა დავით მუხიგულმა.

იგი ვარაუდობს, რომ გუგეშაშვილი შეიძლება ხვალ გადაიყვნონ პალატაში. მისივე თქმით, გუგეშაშვილი სამართალდამცველებთან გასაუბრებას ალბათ ხვალ შეძლებს, როცა პალატაში გადაიყვანენ.

ვერსიებზე გუგეშაშვილის მეგობარი ვერ საუბრობს, ასევე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ დოდო გუგეშაშვილმა თავდამსხმელის ვინაობა ვინმეს უთხრა.

"ერთი ვიცი, რომ აქ რომ მოვიდა თავის სამეგობროს უთხრა ბიჭს მიმიხედეთო", - განაცხადა მუხიგულმა.

წაიკითხეთ ასევე: დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს მაყუჩიანი იარაღიდან ესროლეს - საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი