კიმ ჩენ ინი ცოლთან ერთად მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია - აღლუმზე წყვილს შავი სამოსი ეცვა

კიმ ჩენ ინი ცოლთან ერთად მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია - აღლუმზე წყვილს შავი სამოსი ეცვა

ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელსაც ქვეყნის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ცოლთან ერთად დაესწრო, ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

დიქტატორი ხშირად ამაყობს ხოლმე აღლუმებით, თუმცა ამჯერად ღონისძიების ამსახველი ვიდეომასალა სახელმწიფო ტელევიზიამ მოგვიანებით გაავრცელა.

გასულ წელს აღლუმი პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, ღონისძიების გასაშუქებლად უცხოელი ჟურნალისტებიც მიიწვიეს.

აღლუმი, ხშირ შემთხვევაში, აპრილში იმართება ხოლმე, ამჯერად კი თარიღის შეცვლას ზამთრის ოლიმპიადას უკავშირებენ - კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეაში მიმდინარე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებს საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირებით უპასუხა.

ამასთან, აღლუმს გასულ წლებში გამართულ სამხედრო ღონისძიებებთან შედარებით, მცირე მასშტაბი ჰქონდა. კადრებში ჩანს, როგორ აკვირდება კიმ ჩენ ინი სამხედრო დანაყოფებს ცოლთან, რი სოლ-ჯუსთან ერთად. წყვილი საზოგადოების წინაშე შავი სამოსით გამოჩნდა.

დიქტატორმა განაცხადა, რომ ქვეყანას უკვე მსოფლიო კლასის სამხედრო ძალა აქვს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"