სააკაშვილი : "საიმიგრაციო სამსახურმა ხელი მოაწერა დოკუმენტებს ჩემი დეპორტაციის შესახებ"

სააკაშვილი : "საიმიგრაციო სამსახურმა ხელი მოაწერა დოკუმენტებს ჩემი დეპორტაციის შესახებ"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას მისი პოლონეთში დეპორტაციის თაობაზე დოკუმენტები გამზადებული და ხელმოწერილი აქვს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში, "განსხვავებულ აქცენტებში" განაცხადა. სააკაშვილის აზრით, სწორედ მისი დეპორტაციის მიზნით აღარ მოითხოვა უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მის მიმართ შინაპატიმრობის გაგრძელება.

"უკრაინის პროკურატურამ უარი თქვა ჩემს შინაპატიმრობაზე, ჩემი აზრით სწორედ იმიტომ, რომ მოამზადონ ქვეყნიდან ჩემი დეპორტაცია. უფრო მეტიც, ჩემი ინფორმაციით, უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა, ხელი მოაწერა დოკუმენტების პაკეტს ქვეყნიდან ჩემი დეპორტაციის შესახებ, კერძოდ რეადმისიაზე, ანუ საიდანაც შემოვედი ისევ იქით გამიშვან, ისევ პოლონეთში. რა თქმა უნდა ერთი კაცის დეპორტაცია შეუძლებელი არ იქნება, თუ ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ეს არც ადვილი არ იქნება. რა თქმა უნდა ეს შეიძლება საბოლოო ჯამში გააკეთონ კიდევაც, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ის სისტემა, რომელიც ჩვენ საქართველოში შევქმენით. ამ სისტემაში ხალხი ასეთ ბრძანებებს არ ასრულებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"