ლევან ბერძენიშვილი - ეტყობა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ქართულ რეალობას მოწყვეტილია

ლევან ბერძენიშვილი - ეტყობა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ქართულ რეალობას მოწყვეტილია

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის აზრით, "ნაციონალური მოძრაობა ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე ყოფილ კოლეგებთანაც - "ევროპულ საქართველოსთან" - ვერ შეთანხმდება, არათუ სხვა ოპოზიციურ ძალებთან.

ერთიანობის იდეა, ლევან ბერძენიშვილის თქმით, თავისთავად კარგია, თუმცა ოპოზიციურმა სპექტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გაერთანება ვერ შეძლო.

"იდეა თავისთავად რთული არ არის, "ძალა ერთობაშია" საქართველოს გერბზე გვიწერია და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი აზრია, მაგრამ მეეჭვება, რომ რეალისტური იყოს. ამასწინათ, როდესაც ასეთი ამოცანა დადგა მერის არჩევნებში, სააკაშვილის პარტიამ, ისევე, როგორც სხვა პარტიებმა, არ დააყოვნეს და თავიანთი კანდიდატები დაასახელეს, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ნათელი იყო, მაშინაც გაერთიანება უფრო სასარგებლო იქნებოდა. ამიტომ ეს არის საუბარი, რომელსაც რაიმე საფუძველი არ აქვს. ეტყობა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მაინც მოწყვეტილია ქართულ რეალობას. კარგია, რომ სააკაშვილს ეს ამბავი გაახსენდა, თუმცა აქ, საქართველოში ეგ ისედაც იცოდნენ, ასე რომ, კარნახი არავის სჭირდება - გასაგებია, რომ კარგი იქნებოდა ერთიანი კანდიდატი, თუ მოხერხდება, რა თქმა უნდა", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას, მათ შორის, "ნაციონალურ მოძრაობას" ურჩევს, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთიანი კანდიდატი პრაიმერიზით გამოავლინონ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."