რა გახდა მოსკოვთან თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი - გავრცელებული ვერსია

რა გახდა მოსკოვთან თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი - გავრცელებული ვერსია

რუსული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჰაერში სამგზავრო თვითფრინავს "ან -148"-ს, რომელიც მოსკოვის მახლობლად, რამენსკის რაიონში ჩამოვარდა, ცეცხლი ეკიდა. შესაძლოა, საუბარი იყოს აფეთქებაზე.

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე ვერტმფრენის ნამსხვრევებიც არის, რომელიც "რუსეთის ფოსტას" ეკუთვნის. სააგენტოს ცნობით, აქედან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავი სიმაღლის აკრეფის მომენტში ვერტმფრენს შეეჯახა. აღნიშნული ვერსია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, შემთხვევის ადგილზე 167 მაშველი და 34 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. ადგილზე მაშველების ორი „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი გაემგზავრა. აღმოჩენილია თვითმფრინავის ნარჩენები. ადგილზე მისული მაშველების განცხადებით, თვითმფრინავის ნაწილები, დაახლოებით, ერთი კილომეტრის მონაკვეთზეა გაფანტული.

თვითმფრინავის ვარდნის ადგილზე კატასტროფის მედიცინის შვიდი ბრიგადა იმყოფება. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში თვითმფრინავის მგზავრთა ახლობლებისთის საგანგებო ცხელი ხაზი ამუშავდა.  ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"