გიორგი კვირიკაშვილი - მთავრობის სახელით სამძიმარს ვუცხადებ რუს ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს

გიორგი კვირიკაშვილი - მთავრობის სახელით სამძიმარს ვუცხადებ რუს ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთში ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ მოსკოვთან მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც 71 მგზავრის დაღუპვა მოჰყვა. საქართველოს მთავრობის სახელით სამძიმარს ვუცხადებ და თანავუგრძნობ რუს ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და ამ განსაცდელისას გამძლეობას ვუსურვებ მათ", - ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„სარატოვის ავიახაზების" კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვის „დომოდედოვოს’ აეროპორტიდან „ორსკის მიმართულებით მიფრინავდა, დღეს ჩამოვარდა. ბორტზე 71 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი ბავშვი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."