ალ-ბაღდადი საჰაერო თავდასხმისას დაიჭრა - რა არის ცნობილი მსოფლიოს ყველაზე საშიში ადამიანის შესახებ

ალ-ბაღდადი საჰაერო თავდასხმისას დაიჭრა - რა არის ცნობილი მსოფლიოს ყველაზე საშიში ადამიანის შესახებ

"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი გასული წლის მაისში საჰაერო თავდასხმის დროს დაიჭრა და ამის გამო 5 თვის განმავლობაში ტერორისტულ დაჯგუფებას ვეღარ მართავდა. CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ს ხელისუფლებაში აცხადებენ.

სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლების თქმით, მათ აქვთ სარწმუნო ინფორმაცია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტი სირიაში, რაქასთან ახლოს დაიჭრა.

ბაღდადის ჭრილობები სიცოცხლისთვის საშიში არ იყო, თუმცა ჯიჰადისტების ყოველდღიურ ოპერაციებს ვეღარ უხელმძღვანელებდა.

იმ დროისთვის "ისლამური სახელმწიფო" ერაყის ქალაქ მოსულზე კონტროლს ნელ-ნელა კარგავდა, მათი ე.წ. დედაქალაქი რაქა კი აშშ-ს მოკავშირე ძალებს თითქმის ალყაში ჰქონდათ მოქცეული.

უცნობია, ვისი ნასროლი რაკეტით დაიჭრა ჯიჰადისტების ლიდერი. აშშ-ში არ აქვთ ინფორმაცია, ზუსტად რომელ დღეს დაიჭრა ალ-ბაღდადი.

"რაქაზე საჰაერო თავდასხმებს რუსეთიც ახორციელებდა, თუმცა ძნელად სათქმელია, ჩვენი თავდასხმის დროს დაიჭრა თუ - რუსეთის," - ამბობს CNN-ის წყარო.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი საჯაროდ მხოლოდ 2014 წლის ივლისში გამოჩნდა, მოსულში, ალ-ნურის მეჩეთში, რომელიც გასულ წელს ერაყის ჯარმა ჯიჰადისტებისგან გაათავისუფლა.

მას შემდეგ "ისლამურმა სახელმწიფომ" რამდენიმე აუდიოგზავნილი გაავრცელა, რომლის ავტორადაც ალ-ბაღდადის ასახელებდნენ. ბოლო ასეთი ჩანაწერი გასული წლის სექტემბერში გავრცელდა.

სხვადასხვა წყარო აშშ-ს სადაზვერვო სამსახურს სხვადასხვა ტერიტორიას უსახელებს, სადაც, შესაძლოა, "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი იმყოფებოდეს. ტერიტორია იმდენად დიდია და მჭიდროდ დასახლებული, რომ კოალიციის ძალებს მისი დაკავება ძალიან უჭირთ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"