ირაკლი ღარიბაშვილის ახალი თანამდებობა - ყოფილი პრემიერი ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს კონგლომერატში იმუშავებს

ირაკლი ღარიბაშვილის ახალი თანამდებობა - ყოფილი პრემიერი ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს კონგლომერატში იმუშავებს

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი CEFC Energy Company Limited-ის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანიაში განუცხადეს. კომპანია, რეგიონში CEFC-ის ინვესტიციების მართვას განახორციელებს.

ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი CEFC Energy Company Limited-ი ენერგეტიკის, საფინანსო და ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში აქტიურად მოღვაწეობს. კომპანიის ინტერესების სფეროს ასევე წარმოადგენს ფასიანი ქაღალდები, აქტივების მართვა და ტრანსსასაზღვრო ტერმინალების მშენებლობა.

2017 წლის მონაცემებით, კომპანია CEFC Energy Company Limited-ი ჩინეთის მე-8 ყველაზე მსხვილ კომპანიად დასახელდა, ხოლო Fortune 500-ის რეიტინგში კომპანია 222-ე ადგილს იკავებს. მისი წლიური ბრუნვა 40 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

კონგლომერატი CEFC Energy Company Limited-ი ახორციელებს მსხვილ საერთაშორისო პროექტებს, ევროპისა და აზიის ქვეყნებში, ასევე საქართველოში.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი