"საქართველოს ხელისუფლებას ჩემი ეშინია, როგორც ეშმაკს ჯვრის" - რას აპირებს მიხეილ სააკაშვილი?

"საქართველოს ხელისუფლებას ჩემი ეშინია, როგორც ეშმაკს ჯვრის" - რას აპირებს მიხეილ სააკაშვილი?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან საქართველოში მის ექსტრადირებას არ ელოდება. სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხ NewsOne-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დღეს ვარშავაში, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს.

"სასაცილოდ არ მყოფნის. საქართველოს ხელისუფლებას ჩემი ეშინია, როგორც ეშმაკს ჯვრის. ჩემი ექსტრადირების სურვილი რომ ჰქონოდათ, ამას ჯერ კიდევ გუშინ გააკეთებდნენ. თავიდანვე ვამბობდი, რომ საქართველოსა და უკრაინას ჩემ წინააღმდეგ სერიოზული ბრალდებები არ აქვთ", - განაცხადა ექს-პრეზიდენტმა.

ამასთან, სააკაშვილის თქმით, პოლონეთში პოლიტიკურ თავშესაფარს არ მოითხოვს. მისივე განმარტებით, პოლონეთის შს სამინისტროში მას ჰკითხეს, აქვს თუ არა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის სურვილი.

"მე მათ ვუპასუხე, რომ პოლიტიკურ თავშესაფარს არ მოვითხოვ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან პოლონეთში რეადმისიის შეთანხმების საფუძველზე გააძევა.

იხილეთ: მიხეილ სააკაშვილი მისი დაკავების დეტალებს იხსენებს

სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა

ამნისტიის კანონპროექტების განხილვის პროცესი უქმე დღეების დასრულებამდე გადაიდო

ღარიბაშვილი, კობახიძე, თალაკვაძე და კალაძე პატრიარქთან - რა ფოტოს ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია?