მიხეილ სააკაშვილი - მე დავბრუნდები უკრაინაში და დავბრუნდები საქართველოშიც

მიხეილ სააკაშვილი - მე დავბრუნდები უკრაინაში და დავბრუნდები საქართველოშიც

მე დავბრუნდები უკრაინაში და დავბრუნდები საქართველოშიც, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა იმ ვითარების შეცვლა, რა ვითარებაც ამ ორ ქვეყანაშია შექმნილი.

"მე დავბრუნდები უკრაინაში, რადგან მაქვს ლეგალური ცხოვრების უფლება. მე დავბრუნდები უკრაინაში და დავბრუნდები საქართველოშიც. დამთავრდება ოლიგარქიების ბატონობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. ეს არის ძალიან ძირმომპალი და ორივე შემთხვევაში დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც მოაჯდა ჩვენს ორ ქვეყანას. უკრაინაშიც და საქართველოშიც ხალხი დაიღალა უპერსპექტივობით, საზოგადოების ნაწილი ტოვებს ქვეყანას. ამ პირობებში საჭიროა დაბრუნება ორივე ქვეყანაში და საჭიროა ვითარების შეცვლა ორივე ქვეყანაში", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"