გიორგი მარგველაშვილი გადაცემაში "360 გრადუსი" - პრეზიდენტის პასუხები ყველა საინტერესო კითხვაზე

გიორგი მარგველაშვილი გადაცემაში "360 გრადუსი" - პრეზიდენტის პასუხები ყველა საინტერესო კითხვაზე

რას ფიქრობს მის მიმართ აგორებულ "შავ პიარზე", ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკაზე, რას იტყვის პარლამენტში ყოველწლიურ გამოსვლაში, რომელიც მისი ბოლო გამოსვლა იქნება ამ საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში, როგორ აფასებს თავისი პრეზიდენტობის პერიოდს - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე კითხვებს საქართველოს პრეზიდენტი დღეს, 14 თებერვალს, ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში უპასუხებს.

პრეზიდენტი საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის" მთავარი სტუმარი იქნება, მაყურებელს კი შესაძლებლობა მიეცემა, დაუსვას გიორგი მარგველაშვილს სასურველი შეკითხვა "პალიტრანიუსის" ოფიციალურ Facebook-გვერდზე. თქვენს კითხვას წამყვანი ემა ტუხიაშვილოი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს.

გადაცემა "360 გრადუსი" "პალიტრანიუსის" ეთერში 21:00 საათზე დაიწყება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."